16-04-2019
რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსი პუშკოვის განცხადებით, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება წარმოუდგენელია.
ეს განცხადება პუშკოვმა რუსულ გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"1992 წელს აფხაზეთი ჩვენ დახმარებას გვთხოვდა. ომი ქართველებმა წამოიწყეს და მასში სამი ათასამდე აფხაზი დაიღუპა. აფხაზები სულ 120 ათასია და ყოველ ოჯახიდან თითო ადამიანია მკვდარი. მე ვერ წარმომიდგენია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. ასეთი ომის შემდეგ დაბრუნება შეუძლებელია. დახმარებას გვთხოვდა სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ დავეხმარეთ და ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარეთ. ეს ყველაფერი საქართველოსთან [პოლიტიკური] ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს აღემატება"-განაცხადა პუშკოვმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge
13-01-2025