16-04-2019
გუშინ საფრანგეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის მასშტაბურობის გამო ადგილზე 400-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
პარიზის მერის თქმით, ტაძარში არსებული ყველა რელიქვია და რელიგიური არტეფაქტი გადაურჩა ხანძარს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ პირობა დადო, რომ შუასაუკუნეების ტაძარი უახლოეს მომავალში აღდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
13-01-2025