16-04-2019
უახლესი კვლევის მიხედვით, სახლი, სადაც უილიამ შექსპირმა „რომეო და ჯულიეტა“ დაწერა, ლონდონში მდებარეობს.
თეატრის ისტორიკოსი ჯოფრი მარში ათი წლის განმავლობაში დეტალურად იკვლევდა ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის სავარაუდო საცხოვრებელ სახლს და მივიდა დასკვნამდე, რომ 1590-იან წლებში შექსპირი სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობდა.
ისტორიკოსის თქმით, სახლში, სადაც შექსპირი ცხოვრობდა, იმართებოდა წარმოდგენები მანამ, სანამ დრამატურგი გლობუსის თეატრში განაგრძობდა მოღვაწეობას.
ინფორმაცია, რომ შექსპირის საცხოვრებელი ცენტრალურ ლონდონში, ლივერპულის ქუჩის სადგურზე მდებარეობდა, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ჯოფრი მარშმა ზუსტ მისამართს მიაკვლია.
„ადგილი, სადაც შექსპირი ცხოვრობდა, გვაძლევს მეტ ინფორმაციას დრამატურგის შთაგონებისა და ცხოვრების შესახებ“, - განაცხადა ისტორიკოსმა.
13-01-2025