გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის შეფასებებზე: ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული

16-04-2019

როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უმრავლესობა გააანალიზებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.


„ვენეციის კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება აქვს. ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და შესაბამისად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მესმის, ახლა უჭირთ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორონ, თუმცა ეს ის ძირითადი საკითხებია, რა საკითხებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს საკითხები სრულ შესაბამისობაში იყო ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან. რაც მთლიანობაში ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა“ – განაცხადა ოხანაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031