გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნის საკითხზე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს

16-04-2019

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნის საკითხზე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, უმრავლესობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისეთივე პროფესიონალური მსჯელობა უნდა გაიმართოს, როგორიც აქვს ამ დოკუმენტს.


„დოკუმენტს მთლიანად არ გავცნობივარ. ერთი შეხედვით ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანი გაჩნდება. მე პირადად სერიოზული კითხვის ნიშანი მაქვს გამოცდების მოხსნის საკითხთან დაკავშირებით. დაბლა რგოლში მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში არიან ადამიანები, ვინც თავის ავტორიტეტს არა მარტო განვლილი გზით ან ბიოგრაფიით ამტკიცებენ, არამედ იმ გამოცდით, რომლის გავლაც მოუხდებათ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გამოცდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული იქნებოდა. მე კითხვის ნიშანი მაქვს და ალბათ მსჯელობის შემდეგ საბოლოო პოზიციაზე ჩამოვყალიბდები“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031