16-04-2019
ექსპერტი თამარ კიკნაძე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება. როგორც კიკნაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ ისეთი რეკომენდაციები გასცენ, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს ქვეყანას.
„საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთი კომპეტენტური, როგორიც არის ვენეციის კომისია, ყოველთვის ცდილობენ, რომ გაითვალისწინონ ყველა მხარის მოსაზრება და ისეთი რეკომენდაციები მისცენ ქვეყანას, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს ამ დასკვნას. თუმცა, ნათელია, რომ ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, რომელიც ეკა ბესელიასა და ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული პროექტების საპირისპიროა” - განაცხადა თამარ კიკნაძემ.
13-01-2025