გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა ლოლაძე ხვალ აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებს

17-04-2019

მიმდინარე წლის 18 აპრილის 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი უშუალოდ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძისაგან მიიღოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.


უწყების ცნობით პროექტის მიზანია, აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების განსახილველად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ყველა იმ საკითხზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც საგამოცდო პროცესს უშუალოდ შეეხება. მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ღია კარის დღეებიც.


სამინისტროს ინფორმაციითვე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. 7 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს შეეძლებათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა მათ მიეცემათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930