გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში „კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელის, დარეჯან ფაჩულიას იუბილე აღნიშნეს

17-04-2019

სენაკის საპატიო მოქალაქეს, ,,კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელს, ხელოვნების ცენტრის ღვაწლმოსილ პედაგოგს, დარეჯან ფაჩულიას დღეს 65 წელი შეუსრულდა.
ამ დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის საღამოზე მონაწილეობა სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელთაც ხელოვნებას დარეჯან ფაჩულია აზიარებს, სცენაზე გენიალური პოლონელი კომპოზიტორის ფრიდერიკ შოპენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები გააცოცხლეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის სახელით, მუსიკოს-შემსრულებელს იუბილე მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცა.


,,დარეჯან ფაჩულიამ მოღვაწეობის წლები ,,კოლხურ ტრიოსა“ და თაობების ხელოვნებასთან ზიარებას მიუძღვნა. მისი შემოქმედება სენაკელთათვის განსაკუთრებით ახლობელია. იგი ჩვეული შემართებით აგრძელებს მის საყვარელ საქმეს. მას ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ“- განაცხადა კუპრეიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930