გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა

17-04-2019

„ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა.


მისი თქმით, კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანას რეგლამენტით შესაძლებელია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა დღის პირველ ნახევარში კანონპროექტის განხილვის დაწყება.


,, ვენეციის კომისიის დასკვა იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა ყველა ადამიანისთვის და პრაქტიკულად უმრავლესობის ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ამ დასკვას, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილვა პლენარულ სესიაზე განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხომ უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში და სწორედ ტექსტის ეს რედაქცია გვსურს და სჭირდება დეპუტატებს, რომ ჰქონდეთ, რომ უკვე ხვალ გავაგრძელოთ განხილვა იმ წერტილიდან, სადაც ტექსტში ასახული იქნება ეს რეკომენდაციები ძირითადად ამას უკავშირდება სხდომის განახლება ხვალ. ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში არის რეგლამენტით შესაძლებელი მისი განხილვის დროს, შესაბამისად, ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა დღეს სწორედ პლენარულზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა ის რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ უკვე დღის პირველი ნახევრიდანვე კანონპროექტის განხილვა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031