გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი ნინო ჟიჟლაშვილს: ვერცერთმა თქვენმა სტუმარმა ვერასდროს დაამტკიცა, რა უნდა ექნა მურუსიძეს

17-04-2019

"მე თქვენ გისვამთ კითხვას, იქნებ რომელიმე სწავლულმა ან უსწავლელმა , განათლებულმა ან გაუნათლებელმა თქვას... მაგალითად, შალვა შავგულიძე და ჯანდიერიც ამბობს, რომ კანონი უნდა დაერღვიაო.. 
ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა შეზღუდული არსებული კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რაღაცეები არ მიდიოდა კარგად და საერთაშორისო კონვენციის პრიმატი უნდა განეხორციელებინა ადგილობრივ კანონმდებლობაზე და მაინც უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილებაო.


ანუ, მოსამართლეს ეუბნებიან, ჩვენ რომ ხელები ამოგიტრიალეთ და ჩვენ რომ, მათ შორი შავგულიძე შეგზღუდეთ გადაწყვეტილებების დიაპაზონში, შენ ანტიგონესავით კანონი უნდა დაგერღვია და უკანონო გადაწყვეტილება გამოგეტანა სამართლიანობისთვისო.


ერთი კითხვა მინდა დაუსვათ შავგუიძეს... რომ ამბობს, რომ მე უფლებამოსილება არ მქონდა გარდა იმისა, რომ განაჩენი რომ გამესაჩივრებინა სასჯელის ნაწილშიო, ცოტა ზედმეტს ხომ არ იღებს თავის თავზე ამ ბოლო დროს და გეტყვით რატომ - ვინ ანდო მას ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე მარტო არც სანდრო გირგვლიანს და არც ოჯახს ეკუთვნოდა - სიცოცხლე საჯარო სიკეთეა"-ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, გირგვლიანების ოჯახს შალვა შავგულიძემ არ მოაგებინა ეს საქმე.

"ვინ მისცა უფლება შალვა შავგულიძეს, რომ არ მოეთხოვა ორი წლით სასჯელის დამძიმება მკვლელებისთვის?

სტრასბურგი აფასებს კონვენციით დაცული უფლების დარღვევას. მან თქვა, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა და სიცოცხლის უფლება რომ დაირღვა, ამის გასაჩივრებას ვინ უკრძალავდა შავგულიძეს თუ ის სასჯელის ზომის გაზრდას მოითხოვდა.ანუ, თუ შალვა შავგულიძე გაასაჩივრებდა სასჯელის ზომას და 10 წელს მივიღებდით ......


ბატონი შალვა ამბობს, რომ მისი ინტერესი არ იყო 2 წელი - ის ქართველი ხალხის მაგივრად წყვეტს - მან დაადასტურა, რომ ამ სისტემის ორგანიზატორები მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან.


თქვენ მეუბნებით და ეუბნებით ხალხს, რომ მურუსიძეს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კანონით დადგენილი უფლებამოსილება, მიეღო განაჩენი. არსებობს მორალი, არსებობს საერთაშორისო კონვენციები და ის უნდა გასცდებოდა კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და მიეღო სამართლიანი განაჩენი. იმავდროულად, თქვენ არ ატარებთ კრიტიკის ქარცეცხლში დებულებას, რომ გასაჩივრება მას არ შეეძლო.


ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა სააპელაციო საჩივარი. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით. ვინმე გამოვიდეს ... ე.ი. ჩვენ მივიღეთ, რომ მურუსიძეს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არ ჰქონდა უფლება მიეღო რაიმე სხვა გადაწყვეტილება. ეს არის მთავარი თემა.

ეს არის სამართლებრივი აბრა-კადაბრა. ეს არის სირცხვილი რასაც მე ვისმენ და რასაც შავგულიძე ამბობს, რითაც ის საკუთარ შეცდომას ან დანაშაულს ამართლებს. სტრასბურგში საქმე წააგო საქართველოს ხელისუფლებამ , რომელიც შეითქვა ერთი კაცის წინააღმდეგ. ხარვეზი, რომელიც დაუშვა შალვა შავგულიძემ, როდესაც მან არ გაასაჩივრა აპელაციაში ეს. ეს იყო ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ქონდა მაშინდელ ხელისუფლებას მისხორელიძეს და ბურჯალიანს, როდესაც ისინი ეუბნებოდნენ სტრასბურგის სასამართლოს ეს კაცი კვალიფიციური ადვოკატია ვინაიდან აპელაციაში არ გაასაჩივრა, გამოტოვა აპელაცია, ვინაიდან ე.ი. ეთანხმებოდაო. მან მისცა საშუალება. ნახეთ როგორ არის ამბავი... ამბავი მინდა იცოდეთ. რა სურდა ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე? გეტყვით რა სურდა და რა მიიღო. სტრასბურგის სასამართლო ეხლაც გაოგნებული იქნებოდა, რომ დაენახა რას შვება შალვა"-აცხადებს ნაცვლიშვილი.


მისივე თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა სამი ამოცანა საქმეზე: მიეღო ისეთი ლმობიერი განაჩენი, რომლის ფარგლებშიც აღმსრულებლები არ დაასახელებდნენ დამკვეთებს. ხომ იყო ეს ამოცანა? იყო მეორე ამოცანა საზოგადოებრივი რეზონანსის გამო შექმნილიყო მართლმსაჯულების განხორციელების იმიტაცია და მესამე ეს საქმე არ მოხვედრილიყო სტრასბურგში.


"სამივე ამ სურვილის აღსრულებაში ბატონმა შავგულიძემ ნებსით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო სამივეს და გეტყვიით როგორ: ეს მოხდა ნებსით ჩემმა ლიდერმა კი ართქვა ეს თქვა შალვა შავგულიძემ, როდესაც მივიდა ბოკერიასთან. ამით დამთავრდა. ჩვენ გვქონდა ერთი მონაკვეთი, ეხლა გადაიწია და გამოჩნდა... ნახეთ როგორი ამბავია. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მეო არ მქონდა უფლებაო გამესაჩივრებინა ისეო რასაც კანონი... და რატომ არ ვიომეო? მე ზუსტად ვიცი: რომ არა თეა წულუკიანი სტრასბურგი არ მიიღებდა ამ საჩივარს. ხარვეზი დაშვებული ქონდა, იმიტომ რომ გამოტოვა. სტრასბურგის სასამართლოში საქმე არ ეწყობა, მაგრამ ნახეთ ნეიტრალური ევროპელი მოსამართლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ფორმალისტი და რომელსაც ეუბნებიან, რომ აგერ გამოცდილმა ადვოკატმა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო, არ გაასაჩივრა აპელაციაზე შესაბამისად შიდა პროცედურები არ აითვისა და არ უნდა მივიღოთ ეს საქმე წარმოებაში, იმიტომ რომ ათასობით სხვა საქმე გვაქვს მერე რიგში. აი ამ დროს მიდის ქართველი ადამიანი, რომელიც იმ ცივ, ჩვენდამი ცივად განწყობილ ადამიანებს უხსნის ამ სისტემური დანაშაულის არსს და არ მითხრათ ეხლა, რომ ადამიანური ურთიერთობა არ მუშაობს არსად. ვერცერთმა თქვენმა სტუმარმა ვერასდროს ვერ დაამტკიცა რა უნდა ექნა მურუსიძეს. აი ვერავინ ვერ თქვა. თქვენ გისვამთ კითხვას იქნებ რომელიმე სწავლულმა ან უსწავლელმა, განათლებულმა ან გაუნათლებელმა პოლიტიკოსმა თქვას რა უნდა ექნა მურუსიძეს. მაგალითად შალვა შავგულიძე, ჯანდიერიც ამბობს სადღაც მოვისმინე კანონი უნდა დაერღვიაო"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930