გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: შალვა შავგულიძე საკუთარმა ქმედებამ გაშიფრა

18-04-2019

"მემგონი ეს კამპანია არის ორი პარარელური პროცესი და ჩემი აზრით აქ კამპანიას აწარმოებენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და თუ "ქართულ ოცნებას" უწევს საკუთარი ეთიკის , მორალის , კანონიერების და სამართლიანობის ფარგლებში უსინდისო შეტევებზე პასუხის გაცემა ეს არის მხოლოდ რეაქცია. ამაზე არავინ არავის თავის არ ესხმის . თავს ესხმიან "ქართულ ოცნებას"-ეს განცხადება ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა.


მისივე თქმით, რეალურად შალვა შავგულიძე არ გაუშიფრავს ბიძინა ივანიშვილს და შალვა შავგულიძე მისმა გადაწყვეტილებამ გაშიფრა, ბროდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე.


"ეს ეხლა ისეთი ცხადი ამბავია, რომ ამას ეხლა არც ჩემი კომენტარი, არც ბიძინა ივანიშვილი არ სჭირდება. მე მგონი ადამიანი არ არის საქართველოში ვინც თვალყურს ადევნებდა ზოგადად პოლიტიკას, იცის რა არის გირგვლიანის საქმე , იცის ვინ არის გირგვლიანის საქმის შემოქმედები როდესაც ამ შემოქმედთა გვერდით ხელში შამპანიურით და ტორტით დაინახა შალვა შავგულიძე , რომელიც ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის სახელით გვეგულებოდა სამართლიანობის სიმართლის სადარაჯოზე , როდესაც ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კანიბალები , ვეგეტარიანიზმს ქადაგებენ და ასე ესხმიან თავს ხელისუფლებას. იცით რა არის სამართალიც კი იცნობს მოგერიების უფლებას. "ქართული ოცნება" სამწუხაროდ ოპერირებს ძალიან რბილი მოგერიების ფარგლებში ანუ ის შეტევაზე არ გადასულა და თუ სადმე ვგრძნონბ მე ჩემს პასუხისმგებლობას, ზუსტად იმაში, რომ კონტრ შეტევა არ არის მძლავრი.
2011 წელს დასკვნამ გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, რომ სახელმწიფო მთელი თავისი შემადგენლობით: შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შიდა სასამართლოები, სასჯელაღსრულება და პარლამენტი შეითქვა ერთი ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამ სისტემურ დანაშაულში შედიოდა რამდენიმე შტო. ესგამრუდება სამართლის დაიწყო გამოძიებაში. გამოძიებას აწარმოებდა პროკურატურა, პროკურორი თბილისის რომელმაც დაწერა გამრუდებული საბრალდებო დასკვნა... პირველი მახასიათებელი იყო, პირველი ინსტრუმენტი იყო, რომელიც ზღუდავდა ყველა სტადიის სასამართლოს, ყველა ინსტანციას. ეს იყო თბილისის პროკურატურა. ვინ იყო თბილისის პროკურორი? - გიორგი ღვინიაშვილი. სად არის ეხლა გიორგი ღვინიაშვილი, ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის "ევროპული საქართველოს" წევრი, რომელთანაც ერთად ბატონი შავგულიძე გვპირდება ხელისუფლებაში მოსვლას...


რამდენი თვის წინ მმართველმა პარტიამ მოახდინა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიცირება და ნამდვილი გირგვლიანის შესწორებები ეს კი არ იყო, ნამდვილი გირგვლიანის შესწორებები იყო 2006 წელს, დანაშაულის ჩადენიდან პროცესის დაწყებამდე, როდესაც მმართველმა გუნდმა და მმართველი გუნდის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეალური ლიდერი იყო გიგა ბოკერია, ის იმავდროულად ალბათ გახსოვთ, იყო საპარლამენტო უმრავლესობის რეალური ლიდერი და გაგახსენებთ ფიქრია ჩიხრაძის რიტორიკულ კითხვას ნინო ბურჯანაძისადმი გიგა ბოკერია ქურდიაო?! დიახ ის იყო ქურდი პარლამეტში. მოხდა ინიცირება სამი საკანონმდებლო აქტის. ეს იყო პატიმრობის კანონშიცვლილება, როდესაც მკვლელებს მიეცათ საშუალება...


ხელისუფლებს ამოცანა რა იყო. ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო ძალიან ლმობიერი სასჯელი, იმ ლმობიერი სასჯელის პირობებში ამ აღმსრულებლებს ომერტა შეენახათ, არ გაეთქვათ მკვლელობის დამკვეთები და ამაში რა უწყობდა ხელს, ლმობიერი სასჯელი როგორ გამოვიდა. ლმობიერი სასჯელი გამოვიდა იმით, რომ შიცვალა კოდექსის რამდენიმე მუხლი, მხოლოდ ის კი არა რომ განზრახ მკვლელობით არ დაკვალიფიცირდა, რომელიც არის ღვინიაშვილის კისერზე, 119 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 12 წლამდე პასუხისმგებლობას და იქ იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მკვლელობიდან პროცესამდე ბოკერიას ინიციატივით გადაკეთდა 117 მუხლად, ზედა ზღვარი 10 წლით განისაზღვრა და განსაკუთრებით მძიმედან მძიმეზე ჩამოვიდა"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930