გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: გირგვლიანის საქმეში მურუსიძის არც ერთ გრამი დანაშაული არ არის

18-04-2019

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე შეტევა მიმდინარეობს და ამ შეტევაში პოლიტიკურ ოპოზიციას, სხვადასხვა ჯურის პოლიტიკურ ოპოზიციას ამორჩეულ სამიზნედ მურუსიძე ჰყავთ"-ეს განცხადება ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია "პორველის" ეთერში გააკეთა.


მისი თქმით, მათი მძლავრი პიარული შეტევის გამო, მურუსიძე არის ასოცირებული გირგვლიანის საქმეში ყველაზე ბრალეული.


"არც ერთი გრამი დანაშაული ამ კაცის, გირგვლიანის საქმეში ჩადენილი არ არის. მისი ხელების ამოგრეხვა, როგორც საკასაციო ინსტანციის მოსამართლისა განხორციელდა გზადაგზა. ერთი ხელი ამოუტრიალა ღვინიაშვილმა, როდესაც საქმე განზრახ მკვლელობით არ დააკვალიფიცირა, მეორე ხელი ამოუტრიალა ბოკერიამ, როდესაც შეცვალა ერთი, ორი და სამი კანონი, ზედა ზღვარი ჩამოიყვანა და მესამე ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა სააპელაციო საჩივარი. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით. ჩვენ მივიღეთ, რომ მურისიძეს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არ ქონდა უფლება მიეღო რაიმე სხვა გადაწყვეტილება"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031