გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18-04-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ორხევის დასახლების, დაბა წყნეთის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ), მარჯანიშვილის მოედნის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ქერჩის, კრწანისის, კახაბერ კაციტაძის, ლუბლიანას, გიორგი ტერევენკოს, ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის, იუმაშევის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილისIII მასივისIV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 Xკვარტლის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, ვარკეთილი-3 I კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს(ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ),ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გუდაუთის, მირცხულავას, აგლაძის, ქართლის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ხოშარაულის, ბაქრაძის, შუამთის, გაბაშვილის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის(ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ვლადიმერ დავითაშვილის და ზაზა დამენიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და ვარკეთლი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კახეთის გზატკეცილის(ნაწილობრივ), სოფელი დიღმის(ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 19 საათამდე აფრიკის დასახლების(ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის (ნაწილობრივ) და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930