გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა? ჯანდიერს, შავგულიძეს და მწარიაშვილს უთხარით, ის განაჩენი დაწერონ, რაც მურუსიძეს უნდა დაეწერა

18-04-2019

„რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა? ჯანდიერს, შავგულიძეს და მწარიაშვილს უთხარით, ის განაჩენი დაწერონ, რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუში „პოლიტმეტრი“ ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა.


„იმ ვითარებაში გახდენ ერთი წუთით მურუსიძენი, დასხდნენ და კალმით დაწერონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვენ მურუსიძეს. როცა ისინი გადაწყვეტილებას დაწერენ ქაღალდზე და მოაწერენ ხელს, მოიშველიებენ კანონმდებლობას, საპროცესოს, მათ შორის, მერე ეს გადაწყვეტილება ავიღოთ, ავიღოთ მურუსიძის გადაწყვეტილებაც და მსოფლიოს სამ საუკეთესო იურიდიულ კომპანიას შევუკვეთოთ ექსპერტიზა, ესენი არიან მართლები, თუ ის იყო“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, დემაგოგიაა, როცა არ ისმება კითხვა, რომ მურუსიძე იყო ვალდებული გამოეტანა უკანონო განაჩენი.


„ეს შედეგი დააყენა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დაგეგმა, ჯერ მოკლა, მერე მართლმსაჯულება გაამრუდა, მერე თავზე დაახია სამართალი, მერე შეიწყალა და გამოუშვა. მსხვერპლი იყო მთელი ქვეყანა, ერთი კაცის დიქტატის. ჩემთვის ასჯერ მძიმეა, უსამართლობას ვებრძოდი და ვაკრიტიკებდი, ახლაც მაწუხებს უსამართლობა, როდესაც რეჟიმის შემოქმედები, მკვლელები და მათი გამპრავებლები მას ეძახიან მკველს და ამაში ხელს უწყობ ადამიანი, რომელიც ჩვენს მხარეს იყო. ძალიან ხომ არ გავაყოყჩეთ ყველამ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდებიან? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას შალვა შავგულიძე, რომ მიუტევოს სისტემის ორგანიზატორებს, ბოკრიას მიუტევოს და არ მიუტევოს რიგით შემსრულებელს. მურუსიძე რიგითი შემსრულებელიც არ იყო. საიდან ეს უფლებამოსილება? ჯანდიერი ამბობს, რომ მურუსიძე არის ვირუსი და ბოკერია არის ანტივირუსი, სირცხვილი არ არის ? არარაფერი აღარ არის ამქვეყანაზე, რომ მურუსიძე ვირუსია და ბოკერია ანტივირუსი?“ - აცხადება ლაშა ნაცვლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930