გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თანაინვესტირების ფონდი: კურიერის სიუჟეტში "პანორამა თბილისისა" და მშენებლობაზე დაშავებული მუშების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა

18-04-2019

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშების საკითხს გამოეხმაურა. კერძოდ კი, ამ თემაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ეთერში გასულ მცდარ ინფორმაციებზე ორგანიზაცია ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:


"გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

• რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე შესვლა მოხდა შეუფერხებლად, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა.

• სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი“, შპს „თბილისი სითი“-ს დაკვეთით. „შპს ენერჯი პლიუსი“ კონტრაქტით ვალდებული იყო დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონლი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს“-თან ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან.

მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული - გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილ იქნა „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.“


რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა. „ამტელ ჰოსპიტალი”-ს ნეიროქირურგიული დეპატამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. ხოლო დავით ოჩხიკიძეს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრამვა.


ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსთავი 2-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ რუსთავი 2-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930