18-04-2019
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ვენეციის კომისიის დასკნას გამოეხმაურა. ექსპერტმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დარჩენილი რაოდენობა მომდევნო პარლამენტმა დაამტკიცოს, პოლიტიკურად არაკორექტულია.
"თუნდაც ევროპული ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობაში დამადანაშაულონ, მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დარჩენილი რაოდენობა მომდევნო პარლამენტმა დაამტკიცოს, არის რბილად რომ ვთქვა, პოლიტიკურად არაკორექტული. თუ რა ქვეტექსტი დევს ამ რეკომენდაციაში ისედაც გასაგებია, არ ჩავუღრმავდები.
ისე ერთი მარტივი კითხვა მაქვს: საიდან შეიძლება იცოდეს ვენეციის კომისიამ დღეს, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი პარლამენტი? " - ვკითხულობთ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებაში.
13-01-2025