გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

18-04-2019

ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.


მისი თქმით, პოლიტიკურ რეკომენდაციებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს იმსჯელებენ.


,,როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ, ავსახავთ კანონპროექტში, დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციებს, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. კერძოდ, იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს და კიდევ უფრო მკაფიოდ გავწერთ კანონპროექტში. მეორე რეკომენდაცია ეხება გამოცდის თემას, ვენეციის კომისია პირდაპირ არ გვეუბნებოდა რომ გამოცდა გაგვეუქმებინა, გვეუბნებოდა რომ კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით ამ საკითხს. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც. ახლა განახლდება პარლამენტში განხილვა და გამოვიყენებთ ამ დღეს რომ მეორე მოსმენით მივიღოთ კანონპროექტი" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031