გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება

18-04-2019

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენს პროექტში, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება და მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც პროცედურული საკითხებით ცდილობს პროცესის დაბლოკვას.


„ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კანონპროექტის განხილვას. ეს იყო პოლიტიკური ტესტი, რამაც ამ პროცესში ოპოზიციის რეალური მიზანი გამოაჩინა, ამიტომ ითხოვდნენ, ვადების გადადებასა და იყენებდნენ რეგლამენტს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, ომბუდსმენთან შეთანხმება იყო, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს მისთვის მოესმინათ და ეს პირობა დაცულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031