18-04-2019
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უნდა განეხილათ მოსამართლეეის შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი, 2 საათით გადაიდო და 14:00 საათზე აღდგება.
სხდომის გადავადება ოპოზიციამ მოითხოვა, რათა კანონპროექტს უკეტესად გაცნობოდნენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ოპოზიციის ნაწილმა კანონპროექტის წარდგენის საშუალება არ მისცა. მაგიდაზე ხელების ბრახუნით დეპუტატებმა პროტესტი გამოხატეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომა რამდენიმე საათით გადადო.
13-01-2025