გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა არის „ჩათლახბარათი“ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

18-04-2019

შსს-მ გამოძიება დაიწყო ტრეფიკინგის ფაქტზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.


სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.


თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ელექტრონულ ბილბორდზე, რამდენიმე დღეა ტრიალებს რეკლამა სახელწოდებით „ჩათლახბარათი“. ბილბორდზე ამ გზავნილის გარდა გამოსახულია ოქროსფრად შეღებილი ქალი პროფილით. ანალოგიური შინაარსის სტატიკური ბილბორდი დგას ბათუმის ცენტრშიც.


რეკლამა ეკუთვნის ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს და ფეისბუქის გვერდზე იმასაც მიუთითებს, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.


ეროტიკული მასაჟის ფეისბუქის გვერდი მომხმარებელს ღიად სთავაზობს მომსახურებას ქალების ფოტოებთან ერთად, რომლებსაც თან ახლავს სექსუალური ხასიათის, ე.წ. „მახვილგონივრული ხუმრობები“.


დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ ბილბორდს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის კერძო საკუთრებაა, არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ მათი ვინაობა.


მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სარეკლამო კონსტრუქციებზე ნებართვა მერიისგან გადაცემული აქვს ორ სარეკლამო კომპანიას. კომპანია „ალმას“ და კომპანია „outdoor.ge“-ს.


თუმცა, ფირმებში აცხადებენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბილბორდი, სადაც „ჩათლახბარათის“ რეკლამა ტრიალებს, მათ არ ეკუთვნით.


radiotavisupleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031