გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვრცელდება ინფორმაცია გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ

18-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.  ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.


„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ" - აღნიშნა ქობულიამ.


"ქრონიკის" ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე.


გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031