გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს

18-04-2019

დღეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მავნელებთან ბრძოლის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და ამ ეტაპისთვის მიღებულ შედეგებზე ისაუბრა.


,,ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები დამონტაჟდება, რომლის შედეგადაც შეწამვლითი ღონისძიებები დაიწყება. კოორდინირებული მიდგომითა და ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით აზიური ფაროსანას რაოდენობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა სრულიად შესაძლებელია" , - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.


მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელი დევი სიდამონიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031