გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისათვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

19-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.


დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი "საქართველოს ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.


გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031