19-04-2019
თბილისში ავარია მოხდა, რომელსაც 16 წლის ნიკა ჯორჯაძე ემსხვერპლა.
ავტომობილი 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ავტომანქანაში 4 ახალგაზრდა იჯდა. სამი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლილი არასრულწლოვნი "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
მევლუდ მელაძე მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას".
13-01-2025