19-04-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მამუკა ბახტაძის თქმით, დავალებები, რომელთა შესრულებაც ნათია თურნავას მინისტრის რანგში მოუწევს, იქნება ამბიციური და მკაცრი, თუმცა ნათია თურნავას ექნება მათი მხარდაჭერა.
"ნათიასთან მე მაკავშირებს მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება.
როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის მაღალი კლასის პროფესიონალი.
ჩვენ გვჭირდება ოპერატიულ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ემსახურება საზოადოების ინტერესებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნათია თურნავას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობისა, რომელიც ქვეყანაშია.
13-01-2025