გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი: ფაქტია, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა

19-04-2019

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ექსპერტის თქმით, თუ გამოძიებამ მართლაც დაადასტურა, რომ თიბისის მიერ ოფშორში გადარიცხული 17 მილიონი დოლარი ფულის "გათეთრების" ნიშნებს შეიცავს, მაშინ თიბისის აქციონერების მოთხოვნა, რომ ეს თანხა უკან ბანკში იქნას დაბრუნებული, ლეგიტიმურია და ლოგიკური.


,,როგორც ჩანს, თიბისი ბანკის საქმეზე ახალი გარემოებები იკვეთება. მე არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდენად უტყუარია, თუმცა თუ გამოძიებამ მართლაც დაადასტურა, რომ თიბისის მიერ ოფშორში გადარიცხული 17 მილიონი დოლარი ფულის "გათეთრების" ნიშნებს შეიცავს, მაშინ თიბისის აქციონერების მოთხოვნა, რომ ეს თანხა უკან ბანკში იქნას დაბრუნებული, ლეგიტიმურია და ლოგიკური", - წერს შოთა გულბანი.


იგი საქმის პოლიტიკურ ასპექტზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა.


,,ფაქტია, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღების მცდელობა თავად ბანკის მენეჯმენტის ინტერესებში უფრო შედიოდა, ამ შემთხვევაში უფრო იოლია ჩადენილი უკანონო მოქმედება გადაფარო და ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დააბრალო. გარდა ამისა, სებ-ის მილიონიანი ჯარიმა და გლობალური აუდიტორული კომპანია PWC-ის დადასტურება ამ ჯარიმის სამართლიანობის შესახებ, მაფიქრებინებს, რომ TBC-ის ტრანზაქციაში რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო დადგენილი წესების და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით", - აღნიშნავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930