20-04-2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში გერმანიაში ქართველ ემიგრანტებს ხვდება.
"ფეისბუქ live" - ში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილს საქართველო სჭირდება ქართველი ხალხის გარეშე და მას ქვეყანაში "ჰყავს ზედმეტი ხალხი".
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიგრაცია ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. მისი მმართველობის 9 წლიანი ისტორიის განმავლობაში კი ჩამოსულთა რაოდენობა აჭარბებდა წასულთა რიცხვს.
შეხვედრა მოძრაობის - "ერთად სახლში" ფარგლებში მოეწყო. ერთ-ერთი მთავარი თემა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურაა.
13-01-2025