გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ტყუილი რატომ დაწერეთ, შიმშილით მოკვდაო” – ჭირისუფლებმა გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან “რუსთავი 2” გამოაგდეს

21-04-2019

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ადგილზე მისულ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოსთხოვეს.


ცოტა ხნის წინ მომხდარი მწვავე დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა “კვირამ” გადაიღო.


შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა.


“მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ.


შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031