გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ყველას გირჩევთ, ნუ უჯერებთ "ერორის" სკანდალურ ნიუსებს და მათი სიუჟეტების "დამკოპირებელ" სატელიტ საინფორმაციო საშუალებებს

21-04-2019

"უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვებაა და ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ვითარების დროულ და რადიკალურ გაუმჯობესებას.


და უკლებლივ ყველანი ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით, რომ "ერორის" [error] [რუსთავი-2] ყალბი ამბების მაუწყებლობა ზღვარგასდასული სიბინძურის მორევშია და ბევრი თქვენგანის ცნობიერებასა და აღქმებზე მანიპულირებს?!"-ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


"გასულ შემოდგომაზე, როცა ჩემი ერთკვირიანი დაკვირვებით გამოვავლინე, რომ "ერორის" ნიუსების 80% ფეიკი და მანუპილირება იყო, მეცნენ ე.წ. "ფაქტჩეკერების" ორმაგსტანდარტიანი წარმომადგენლები. თუმცა, ზუსტად ეს ზოგიერთი ე.წ. "ფაქტჩეკერი" [ფაქტების გადამმოწმებელი], ის სუბიექტები არიან, რომელნიც საერთოდ ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობაში და საზმაუ-ს ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებენ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მიულერის კომისიის დასკვნამდე, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე უაპელაციოდ ღაღადებდა. სხვა სუბიექტი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ აკადემიურ გამოკითხვაში დასვა შეკითხვა - "გვეშველება თუ არა რამე?" და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ე.წ. "ფაქტჩეკერების" ყურადღების მიღმა მუდმივად რჩება "ერორის" ტყუილები და ყალბი ამბები. მაშინაც კი, როცა აშშ-ის საელჩო მიუთითებს "ერორს" [ამერიკელი იუნკერ ქალზე ძალადობის ფაქტზე მორიგი ბინძური ტყუილი]...


გამოსავალი ამდენი სიყალბისგან? რასაკვირველია, არის. ცივილიზებულ დასავლეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა-დანერგვა და არა აქაური ფსევდოების ბოდვების მოსმენა. მაგალითად, ბრიტანეთში არსებობს სამთავრობო სტრუქტურა, მარეგულირებელი - Ofcom [The Office of Communications, კომუნიკაციების ოფისი], რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას კომუნიკაციის ყველა სფეროში და, უწინარესად, საზოგადოების დაცვას მედიის მავნე და შეურაცხმყოფელი მასალებისგან.


დედიმისის შვილია, რომელიმე ბრიტანული ტელეარხის [არა მხოლოდ იქაური საზმაუ BBC] ტელეწამყვანმა შეიგინოს ანდა სიყალბე გაავრცელოს...
P.S. ზოგადად, ყველას დიდი ხანია გირჩევთ, ნუ უჯერებთ "ერორის" სკანდალურ ანონსებს, ნიუსებს, მათი სიუჟეტების 'დამკოპირებელ' სატელიტ საინფორმაციო საშუალებებს. მესმის, რომ ფეიკ-ნიუსების გამოვლინებას ელემენტარული მედია-წიგნიერება სჭირდება, მაგრამ "ერორის" შემთხვევაში, ამას ტრეინინგის გავლაც და რამე სპეციალური უნარ-ჩვევების შეძენა აღარ სჭირდება. მათ დიდი ხანია გაიძვერობაში გადაუსწრეს ტელეარხ Russia Today-ს..."-წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031