გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი აღტაცებით მიდიან ასეთ "დავალებებზე"

21-04-2019

"არ ვაპირებდი იმ ე. წ. "რეპორტაჟის" განხილვას, რომელსაც რ2-ელი ვინმე ემა გოგოხია გარდაცვლილი ადამიანის ჭირისუფლებთან "აკეთებდა" და არ გამოუვიდა.


არ ვაპირებდი იმიტომ, რომ იმედმა სრულად აჩვენა ამ არსების და მისი ბატონების ნამდვილი სახე და დარწმუნებული ვარ, რომ იმედის ამ სიუჟეტს ძალიან ბევრი ნახავდა. არ ვაპირებდი იმიტომაც, რომ ხალხმა კარგი პასუხი გასცა მოძალადე "ჟურნალისტს", მაგრამ" ნოდარიკოს" შაბათის კურიერში სიბინძურის და სიბილწის კასკადის ნახვის დროს, ვეღარ მოვითმინე"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე წერს.


"არ დავიწყებ იმ სიუჟეტის განხილვას. არც გოგოხიას იმ დადებილებული გამომეტყველებაზე ვიტყვი რამეს, რომელიც იმ მომენტში გაუჩნდა, როცა მიხვდა რომ რაც უნდოდა, არ გამოსდიოდა.


არაფერს ვიტყვი, რადგანაც მათი მისამართით მორალზე, გარდაცვლილისა და ჭირისუფლის პატივისცემაზე საუბარს არანაირი აზრი არა აქვს.


უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ, თუ როგორი აღტაცებით მიდიოდა (და მიდიან) ასეთ "დავალებებზე", მინდა წარმოიდგინოთ, თუ როგორ უნათებთ თვალები მშიერი გიენასავით და როგორ ილოკავს სისხლ-მოწყურებულ ლაშებს დავალების მიმცემი.


მეტი არაფერი.


უბრალოდ წარმოიდგინეთ....."-წერს ჟურნალისტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031