გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იტალიურ სოფელში სახლები 1 ევროდ იყიდება

4-02-2018

იტალიურ სოფელ ოლოლაიში 200-მდე ქვის სახლი 1 ევროდ იყიდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საცხოვრებელი სახლები სარდინიაზე მდებარეობს. პირობების თანახმად, მყიდველი 3 წლის განმავობაში მისი შეკეთების ვალდებულებას იღებს, რაც წლის განმავლობაში საშუალოდ 25 000 დოლარის დახარჯვას გულისხმობს.


ადგილობრივი მავრობა იმედოვნებს, რომ გაყიდვები სოფელს ისტორიას შეუნარჩუნებს და მცხოვრებთა რაოდენობასაც გაზრდის. ბოლო 50 წლის განმავლობაში ოლოლაიში მცხოვრებთა რიცხვი 2 250 ადამიანიდან 1 300-მდე შემცირდა.


მიუხედავად სახლების სავალალო მდგომარეობისა, სამ სახლს მყიდველი უკვე გამოუჩნდა. ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ დაინტერესებული პირების 100-მდე ზარი მიიღეს.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031