გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა საბანაძე პანკისელებს: გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება

21-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, პანკისის ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას, რომელიც მცირე ჰესების მშენებლობის სამუშაოების განახლებას აპროტესტებს, დიალოგისკენ მოუწოდა.


"გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს",- განაცხადა კახა საბანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031