გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბრამიშვილი: თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ძირითადი ენერგორესურსი - წყალი - ეფექტურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

21-04-2019

"ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია" , - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს.


გიორგი აბრამიშვილის განმარტებით, ეს შესაძლებელია და ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს.


"ვამბობთ, რომ ეკონომიკის, მცირე და საშუალო წარმოების განვითარება გვინდა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ფაქტია, რომ ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება და პარალელურად, მატულობს ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე.

როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, თუ ენერგეტიკას არ განვავითარებთ?! როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნის ახირებაზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ძირითადი ენერგორესურსი - წყალი - ეფექტურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.


მისივე თქმით, ის, რაც გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა წინა საუკუნეში, ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ - მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით და გარემოზე მინიმალური ზეგავლენით.


"ჩვენ დღეს არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.


ჩვენ დღეს უკეთ აშენებაზე უნდა ვსაუბრობდეთ, გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს", - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930