გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ცინცაძე: ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს

21-04-2019

ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვითარება გადის ენერგეტიკის დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე. თუ ჩვენ არ გვექნება განვითარებული და მაქსიმალურად დამოუკიდებელი ენერგოსისტემა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში პაატა ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.


ცინცაძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რესურსი ეს არის ჰიდრორესურსი. მისი ათვისება არის გარდაუვალი და აუცილებლად უნდა მოხდეს ათვისება.


„არავინ ამბობს, რომ ეს ათვისება უნდა მოხდეს ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით. რა თქმა უნდა, ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ყოველწლიურად 80-დან 100 მლიონ დოლარამდე ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში და ამ ფულს ვდებთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკის განვითარებაში. ამიტომ ჩვენ რომ ეს ფული ჩვენს ენერგეტიკას მოვახმაროთ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. თუნდაც იგივე პანკისში ხადორი 3-ის ჰესის აშენებით პანკისის რეგიონში ადგილობრივ ბიუჯეტში შევა ქონების გადასახადის სახით 1 პროცენტი. ეს ჰესი დაჯდება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი. ყოველწლიურად 100 ათასი დოლარი რომ დაემატოს პანკისელებს, ეს ცოტა არ არის და მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება ეს თანხა თვითონ განკარგონ“, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.


მისივე თქმით, ხადორი 3-ის ჰესი არის მცირე ჰესი და მას გავლენა არ აქვს გარემოზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031