გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომლის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ოჯახის წევრმა თვითმკვლელობა სცადა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

22-04-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებული თ.ა. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.


სამართალდამცველებმა თ.ა. 2018 წლის 2 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 126 მუხლის 12 ნაწილით; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-115 პირველი ნაწილით და 111-151 პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031