გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

22-04-2019

სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.


,,მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პანკისის მოსახლეობის მიმართ და არა მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს, მაინც მინდა ვთქვა და გავახსენო საზოგადოებას, სააკაშვილის რეჟიმის დროს ,თუ არ მეშლება ციფრი, 11 ახალგაზრდის გვამი რომ დაულაგეს, ლაფანყურის ეგრეთწოდებული ოპერაციის შედეგად პანკისში და დატირების უფლებასაც რომ არ აძლევდნენ ჭირისუფლებს, მაშინ არ მახსენდება ასეთი " ვაჟკაცური"პროტესტი პანკისელებისგან. ხაზი მინდა გავუსვა - მიშას სპეცნაზის მიმართ. მე მგონი კარგად ჩანდა განსხვავება, გუშინდელი სპეცნაზის მოქმედებების და მიშას სპეცნაზის მოქმედებს შორის. გულწრფელად შემეცოდნენ გუშინ ეს ბიჭები. საშინელი სანახაობა იყო.ასევე მადლობა მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, მართლაც ღირსეული მინისტრია. იმედი მაქვს შედგება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და შეთანხმებაც მიღწეული იქნება”,- წერს ია მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031