22-04-2019
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
13-01-2025