22-04-2019
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და პროფკავშირების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი, შრომის უსაფრთხოების დარღვევების ფაქტების ამსახველ ინფორმაციას და ფოტო მასალას წარმოადგენს.
ასევე, მოეწყობა ე.წ."ღია ოფისიც", რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები შრომითი უფლებების შესახებ იფნორმაციას მიიღებენ. გარდა ამისა, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე საპირველმაისო აქციას და დაგეგმილ აქტივობებს დააანონსებს.
პრესკონფერენცია 12:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან გაიმართება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.
13-01-2025