22-04-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს გაჭირვებაში მყოფი ოჯახების აღწერის ინიციატივით მიმართავს.
„არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას.
მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში. მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის, შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილია.
ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს.
ამიტომ, აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.
მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე.
ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
13-01-2025