გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია უტარდება

22-04-2019

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წელს დასრულდება.


ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, დამონტჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე და სასცენო განათებების, აკუსტიკის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, დასრულდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა უნიკალურ მხატვრობას.


არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით გამორჩეულ თეატრის შენობას მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდე არ ჩატარებია.


გარდა ამისა, როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.


სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. 2019 წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით აღიჭურვება.


იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია განთავსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031