გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია: წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედელი ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს

22-04-2019

"გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ დამცავ ჯებირთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას. სავარაუდოდ, საუბარია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებულ საყრდენ კედლებზე, რომელთა მშენებლობაც არა 10 თვის წინ, არამედ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა"-ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა.


რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს.
გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს"-აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031