გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა და სამუხრუჭე ფრთები არ გაიშალა

4-02-2018

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. მიზეზი სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა. 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო ორჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 20 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

აეროპორტში დაშვებამდე მფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ავარიულად დაშვების დროს.


თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო არც მგზავრები და არც თვითმფრინავი არ დაზიანებულან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031