23-04-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოციზიას აფიქსირებს.
ოხანაშვილის განმარტებით, ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, დავიცვათ თითოეული პოლიციელის ღირსება.
"პოლიციელის ღირსების დაცვა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების ინტერესებშია. შესაბამისად, პოლიციელის ღირსების დაცვა საზოგადოების დაცულობის გარანტიაა", - აღნიშნავს ოხანაშვილი.
მისივე თქმით, ჩვენი, ყველას მოვალეობაა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა მიმართაც უკანონო ქმედება განხორციელდება.
13-01-2025