გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: არასამთვრობო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა პანკისელები

23-04-2019

"EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე.

ექსპერტი პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთი წლის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს იხსენებს, როდესაც მათ დეტალურად აუხსნეს, რა დადებითი მხარეები აქვს ჰესის მშენებლობას, რამაც აბაშიძის თქმით, შედეგი გამოიღო და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაარკვია რეალობაში.

"ამის საპირწონედ კი, არასამთვრობო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა (განსაკუთრებით კი თამთა მიქელაძე და ორგანიზაცია EMC. მათ შორის, მათი ადგილობრივი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი) მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა პანკისელები და დააჯერეს, რომ ჰესის მშენებლობა გამოიწვევდა დიდ კატასტროფას, აღარ ეყოლებოდათ ბავშვები და სხვა ბევრი უმსგავსო ტყუილი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე კონტიგენტზე. რასაც მოწმობს მათი ის აქტივიზმი, რომელიც აქამდეც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, EMC მთელი წლის მანძილზე წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ ჰესი სასიცოცხლო საფრთხის შემქნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეტიც ის ახდენდა ამ აზრის პროპაგანდასაც ქმნიდა ვიდეოებს და ასპონსორებდა მათ დისტრიბუციას სოციალურ ქსელში", - აცხადებს გია აბაშიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930