გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თემურ მიქელაძე: თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება

23-04-2019

ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება ძნელია. იმიტომ, რომ ესე კლინიკური, გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ გვაქვს მწვავე მძიმე მოწამვლა - განაცხადა ექიმ-პედიატრმა, თემურ მიქელაძემ.


"მწვავე მძიმე მოწამვლა საკმაო იშვიათია, პრაქტიკულად არც კი შეგხვედრია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა და ესეთი პაციენტები, იმ დღესვე ხვდებიან, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში. რაც შეეხება ზოგადად ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, შეიძლება განვითარდეს, ადვილად დაღლილობის სინდრომი, შეიძლება მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრიული განვითარების შეფერხება, და სკოლაში აკადემიური მოსწრება დაქვეითება, გონებრივი განვითარების შეფერხება და ა.შ. " - განაცხადა ექიმმა.


მისივე თქმით, კვლევას ატრებენ იმისთვის, რომ დადგინდეს წყარო, საიდან ხდება ამ ბავშვების მოწამვლა, შესაბამისად ქვეყანამ და მთავრობამ ამის შემდეგ უნდა მიიღოს ძირითადი სტრატეგიული ღონისძიებები, რომელიც სწორედ ამ წყაროს აღმოფხვრის.


"თუ ჩვენ გვექნება ბავშვებნში სწორი ნუტრიენტული სტატუსი, ანუ ბავშვებთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინის და კალციუმის საკმარისი შემცველობა, რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიის, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ. ამიტომ ძირითადად რეგიონებში, სამი რეგიონი იყო დასახელებული ალბათ ჩემი, აზრით მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსის შეფასება ამ პაციენტების. თუ იქნება ამ კონკრეტული ნივთიერებების დეფიციტი, საჭიროა სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, ასეთი პაციენტებისთვის, რომელსაც სახელმწიფო პრაქტიკულად უფასოდ უზრუნველყოფს და შესაბამისად ტყვიის ასეთი მძიმე მოწამვლა, ან ქრონიკული მოწამვლა მათ არ უნდა განუვითარდეთ" - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.


ექიმის თქმით, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია არ არის.


"ზოგადად ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ სიტუაცია დაახლოებით 90 იან წლებში იგივე იყო აშშ-ში და სწორედ აშშ იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო, სტრატეგიული ღონისძიებები და ამოიღო ხმარებიდან ისეთი პროდუქტების მიწოდება რომლებიც შეიცავდა ტყვიას. ეს იყო საღებავები, ეთილირებული ბენზინი, სათამაშოები და ა.შ. თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ტყვიის პრობლემას მაქსიმალურად აღმოვფხვრით" - განაცხადა ექიმ-პედიატრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930