გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფურად გაუპატიურებისთვის ბრალდებულ ნიგერიელებს თბილისის სასამართლომ 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

24-04-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ ქ.თბილისში, ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის - ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს.


სამართალდამცველებმა ჯ.ე. და უ.გ. 2018 წლის 4 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031