გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია "ფერი" მზად არის პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები განაახლოს

24-04-2019

კომპანია "ფერი" მზად არის პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს. საგანგებო განცხადებით მედიას ცოტა ხნის წინ ჰესის მშენებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა.


ლაშა იორდანიშვილის თქმით, კონსულტაციები ადგილობრივებთან 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ხეობაში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად აწყობენ პროვოკაციას. ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ 13 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხეობაში კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.


პანკისში, სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.


ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.


21 აპრილს ანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031