გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატიმრებისთვის ამანათების მიღება იწყება

24-04-2019

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.


პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.


„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს.


ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები“-აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031