გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მირცხულავა: ის, რაც პანკისში მოხდა, ინვესტორს და საერთოდ, საინვესტიციო კლიმატს აზიანებს

24-04-2019

„პირველად მოხდა ის, რომ სახელმწიფომ, მთელმა ქვეყანამ, უმეტესმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა გაითავისეს, რომ ჰიდროენერგეტიკა არის ამ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი მძლავრი და ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. რომ ჩვენი ენერგეტიკული განვითარება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მეტწილად არის დამოუკიდებული ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე. საქართველოში ჩვენ ამის პოტენციალი გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ერთადერთი შიდა რესურსი, დანარჩენი მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსზე, მთლიანად ზოგადად ენერგეტიკულად 70%-ზე მეტი ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგოშემცვლელებზე. უფლისგან მოცემული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც საქართველოს გააჩნია, საქართველოს მცხოვრებელთა კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს“, - განაცხადა დავით მირცხულავამ. 

ენერგეტიკოსის თქმით, 2012 წლიდან 54 ჰიდროსადგური აშენდა და საერთო ჯამში, ენერგეტიკაში ძალიან ბევრი და დიდი ნაბიჯი გადაიდგა. 

„ამ ექვს წელიწადში 230 მეგავატიანი თანამედროვე კომბინირებული თბოსადგური და ჰესები შენდება. ამასთან, ინვესტორებისგან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ყველაზე დიდი მოთხოვნა ჰიდროენერგეტიკაში პირდაპირ ინვესტიციებზე იყო“ - ამბობს დავით მირცხულავა. 

მისი თქმით, ბუნებრივია ის, რაც მოხდა პანკისის ხეობაში, იმ რეგიონში სადაც დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ნამდვილად აზარალებს რეგიონს, კუთხეს, საქართველოს და საინვესტიციო გარემოს. 
„არ გამოვრიცხავ, რომ კომუნიკაციების ნაკლებობა იყოს, მაგრამ ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ გაუფრთხილდეს იმ კეთილგანწყობას, რაც საქართველოში ჰიდროენეგერტიკის მიმართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ, კერძო საინვესტიციო ფონდებს აქვთ, რომელიც წარმოდგენილია უკვე საქართველოში და უზარმაზარი ფონდებია წარმოდგენილი, რომელიც ჰიდრონეგერტიკის განვითარებაზე და ამ რესურსის ათვისებაზეა ფოკუსირებული“, - აღნიშნავს დავით მირცხულავა. 

ენერგეტიკოსის მოსაზრებით, იმ ადგილებში, სადაც ჰესები შენდება, მოსახლეობის მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიების ასოციაცია ამზადებს წინადადებას, რომ ქონების გადასახადი ვთქვათ თემს მოხმარდეს და ეს სიმდიდრე და შემოსავლები იმავე რეგიონში დარჩეს. 

„ეს სვანეთსაც, რაჭასაც, ყაზბეგსაც და მთიან აჭარასაც მოუტანს სარგებელს. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს ის სარგებელი, რაც საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მოაქვს და მოიტანს. რეალურად, ამ ობიექტების განვითარებით, ჩვენ გრძელვადიანად პროგნოზირებულს ვხდით ჩვენი ეკონომიკის მომავალს“, - განაცხადა დავით მირცხულავამ. 

ამასთან, მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პირველად მოხდა და შედგა საერთო პოლიტიკური კონსენსუსი - ყველა ერთხმად უჭერს მხარს ჰიდროენერგეტიკას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930