გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი მილიტარიზაცია ჩვენთვის შემაშფოთებელია

24-04-2019

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში,ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთერთი გამოხატულება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა. 

„გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930